th;">

ჩვენს შესახებ

სასტუმრო “ქართული სახლი” მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, თბილისის უძველეს უბანში, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მახლობლად. თანამედროვეობისა და ძველი ქართული ტრადიციულობის ერთმანეთში შერწყმა გაგრძნობინებთ ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობის ხიბლს.

სასტუმრო “ქართული სახლი” თავისი აივნებით, მწვანე ეზოთი, ბარით, საკონფერენციო დარბაზით, ღვინის მარნით (სადაც ძველი ქართული ტრადიციების მიხედვით დგება ღვინო), ბუხრით, ეროვნული სუვენირებით გაფორმებული ინტერიერით ქმნის განსხვავებულ სახეს კლასიკური სტილის სასტუმროთაგან და ამართლებს მის ავტორთა ქართული სახლის ჩანაფიქრს.

მშვიდი გარემო და მაღალი დონის მომსახურება, ეს ის პირობებია რის გამოც სასტუმრო „ქართული სახლი“ არის ერთ-ერთი საყვარელი და პოპულარული ადგილი ბიზმესმენებისა და ტურისტებისთვის. სასტუმროდან 15 წუთში თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 5 წუთში კი დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე – რუსთაველის გამზირზე.

სასტუმროში 12 კომფორტულად და გემოვნებით მოწყობილი ოთახია. აქედან 2 ლუქსი, 2 ერთადგილიანი და 7 ორადგილიანია.
ყველა ნომერი აღჭურვილია კონდიციონერით, გათბობის სისტემით, სატელიტური ტელევიზორით, მინი ბარითა და უფასო ინტერნეტით.
“სასტუმრო ქართულ“ სახლში ფასები 65 ლარიდან 280 ლარამდეა, ფასში შედის მრავალფეროვანი დილის საუზმე.
საკონფერენციო დარბაზი განკუთვნილია 25 ადამიანისთვის. შეგიძლიათ დაუკვეთოთ ბიზნეს ლანჩი და ვახშამი.

სასტურო „ქარული სახლის“ სტუმრებს სასტუმროში ცხოვრების პერიოდში გადაეცემათ სპეციალური ფასდაკლების მრავალჯერადი ბარათი, 5 star, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია რესტორან „ტიფლის”- ში , რეტორან „ბერლინი“ – ში რესტორანი “ტაი“ – ში და „კაირო“ ბარში, სადაც შეუძლიათ მიირთვან უგემრიელესი ევროპულ – ქართული კერძები.

გულრია მასპინძლები სასტუმრო „ქართულ სახლში“ 24 საათის განმავლობაში ელიან თავის სტუმარს.